|
2024-07-09 12:21:49, 421 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოწყობა დაიწყო
გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებითა და დედაქალაქის მთავრობის დაპირების შესაბამისად ხორციელდება. „ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მოსახლეობის თხოვნა იყო, ასევე, ჩვენი დაპირებაც, რომ ეს პროექტი განხორციელდებოდა. სკვერის მოწყობის სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი და ფიტნეს ზონა; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კალაძემ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 100 000-მდე ლარი დაიხარჯება. „ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ ყველა რაიონში, ყველა უბანში, სადაც ეს შესაძლებელია, შევიდეთ და მსგავსი პროექტები განვახორციელოთ. ჩვენ გვჭირდება ბევრი რეკრეაცია, ბევრი მწვანე სივრცე. შესაბამისად, ჩვენი მიდგომა, რაც 2017 წლიდან გვაქვს რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებით, შენარჩუნდება. ბევრი პროექტი განხორციელდება. ჩვენ მსხვილი მასშტაბური პროექტები გვაქვს დაგეგმილი და ამაზე კომუნიკაცია საზოგადოებასთან ცოტა მოგვიანებით გვექნება“, - განაცხადა კალაძემ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)