01:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-08 15:21:13, 622 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან - რუსეთმა ყველა დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს

რუსეთმა სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ფედერაციის მიერ კიევში, ბავშვთა საავადმყოფოზე იერიშის მიტანას.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა კი, ამ დროისთვის უცნობია.

"კიევის ბავშვთა საავადმყოფო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაში. "ოხმადტიტმა" ათასობით ბავშვი გადაარჩინა.

ახლა საავადმყოფო დაზიანებულია რუსეთის დარტყმის შედეგად. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ახლა ყველა გვეხმარება ნამსხვრევების გაწმენდაში: ექიმები, ჩვეულებრივი ხალხი.

შეუძლებელია, რუსეთმა არ იცოდეს, სად მიფრინავს მისი რაკეტები და სრულად უნდა აგოს პასუხი ყველა დანაშაულზე: ხალხის, ბავშვების, ზოგადად, კაცობრიობის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამაზე მსოფლიო არ გაჩუმდეს და ყველამ დაინახოს, რას წარმოადგენს და რას აკეთებს რუსეთი",- წერს ზელენსკი Telegram-ზე.

ცნობისთვის, დღეს, 8 ივლისს რუსებმა კიევზე მასიური შეტევა განახორციელეს, დაიბომბა ბავშვთა საავადმყოფო - "ოხმადტიტი". კიევზე თავდასხმის შედეგად, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics