|
2024-07-08 12:44:35, 397 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერი განახლდა
"საქართველოს ბანკის" Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალები დაემატა. Ads მენეჯერი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი შეთავაზება განათავსოს ისეთ ციფრულ არხებში, რომლებსაც 1 500 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს. ესენია "საქართველოს ბანკის" მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge. პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების შეთავაზებების შექმნა "საქართველოს ბანკის" მომხმარებლებისთვის, ასევე ანალიტიკურ მონაცემებზე დაკვირვება და ბიზნესის პროგრესის შეფასება. პლატფორმა მომხმარებელს შეთავაზების მიზნის, ტიპის, პირობებისა და შეზღუდვების არჩევის, ასევე გაშვებიდან - რეპორტინგამდე სრული პროცესის ციფრულად მართვის შესაძლებლობას აძლევს. ახალი ფუნქციონალები კი კიდევ უფრო ამარტივებს მის გამოყენებას. ესენია:
„მოხარული ვართ, რომ ბიზნესებს ვთავაზობთ როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის უნიკალურ ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც მათ მომხმარებლების მოზიდვის, გაყიდვების სტიმულირებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ ციფრულ პლატფორმებს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად მუდმივად ვანახლებთ. უკანასკნელი განახლებაც სწორედ მათ საჭიროებებზე საპასუხოდ და პროცესების გამარტივების მიზნით განვახორციელეთ. ვიმედოვნებთ, განახლებული Ads მენეჯერი მცირე და საშუალო ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა. Ads მენეჯერით სარგებლობისთვის ეწვიეთ ამ ბმულს. თუ ჯერ არ ხართ "საქართველოს ბანკის" მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)