17:52 - 16 Jul, 2026
|
2024-07-08 12:20:39, 562 ნახვა
პოლიტიკა
გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი გიორგი მარგველაშვილი იქნება - ექსპრეზიდენტი ინფორმაციას უარყოფს
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყოს. ამავე ცნობებით, აღნიშნული შეთავაზება მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან პირადად მიიღო. მედიის ინფორმაციით, პარტია, ახალი კონფიგურაციის პირობებში, სახელწოდებას შეიცვლის და მას დიდი ალბათობით, "ერთიანობა" დაერქმევა. ცნობისთვის, დღეს, 8 ივლისს 20:00 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობას გამართავს. შესწორება: აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია "ფორმულასთან" სატელეფონო საუბრისას უარყო.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)