02:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-07 18:02:42, 698 ნახვა

ომი უკრაინაში
ხერსონში რუსეთის იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ხერსონის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის ადგილობრივ ოფიციალურ პირზე, ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკუდინის განცხადებით, რუსი სამხედროების მიერ რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ უბნებზე მიტანილი იერიშის შედეგად მაღალსართულიანი შენობები, 10 კერძო სახლი, ადმინისტრაციული შენობები, კვების ობიექტები, მაღაზიები და კერძო მანქანები დაზიანდა.

მისივე თქმით, დარტყმის ქვეშ კრეშჩენოვკა, ანტონოვკა, მიხაილოვკა, უროჟაინოე, ქიზომისი, ბურგუნკა, ბერისლავი, ნოვობერისლავი, პრიოზერნოიე, დნეპროვსკოე, სტანისლავი, პრიდნეპროვსკოე, ოლგოვკა, შევჩენოვკა, ტიაგინკა და ვისოკოჰერი მოექცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics