|
2024-07-05 14:56:48, 353 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ყრუთა კავშირში საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ყრუთა კავშირთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით ყრუ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, 4 ივლისს მორიგი შეხვედრა საქართველოს ყრუთა კავშირში გაიმართა და ის ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, IFES-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, რენატა ლევოვსკიმ და ყრუთა კავშირის თავმჯდომარე ამირან ბატატუნაშვილმა გახსნეს. მათივე ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობის შესახებ. „ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი ინსტიტუციისთვის. ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას ვახორციელებთ როგორც ინფორმირების, ისე სათანადო სერვისების მიწოდებისა და ადაპტირების მიზნით. ყრუთა კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით საინფორმაციო კამპანიას თბილისსა და რეგიონებში ვახორციელებთ. ამ მხარდაჭერისთვის ყრუთა კავშირს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორ IFES-ს, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. მათი ხელშეწყობით გვაქვს შესაძლებლობა სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან განვახორციელოთ საინფორმაციო კამპანია“,- აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ. ყრუთა კავშირში ასევე გაიმართა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრები საარჩევნო ადმინისტრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად ტარდება, ასევე ვრცელდება არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში, რომელსაც თან ახლავს QR წამკითხველი, რომლის გამოყენებით ინფორმაცია მისაწვდომია ყრუ პირებისთვის ჟესტურ ენაზე, ხოლო უსინათლო პირებისთვის აუდიო ფორმატში. შეხვედრები უკვე ჩატარდა ყრუთა კავშირის რეგიონულ ოფისებში მარნეულში, რუსთავსა და გორში. უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია შეხვედრები ქუთაისში და ბათუმში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)