|
2024-07-02 11:15:19, 601 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას გმობს
მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც გმობს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განახადა. ბოკუჩავას თქმით, კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დაზიანების მცდელობაა, ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის გვერდით იდგეს. „უნდა ვაღიაროთ რომ მავნე რუსული გავლენის წყარო საქართველოში მომდინარეობს არა მხოლოდ გარედან, არამედ ასევე ავტორიტარული, ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური მთავრობიდან, რუსეთში გამდიდრებული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. რუსული კანონის მიღება, რომელსაც თან ახლდა უმძიმესი ძალადობა ოპოზიციონერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, საქართველოს მთავრობის მიერ ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია. ჩვენ მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც გმობს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას. ამ კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დაზიანების მცდელობაა, ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის გვერდით იდგეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)