21:53 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 14:38:13, 492 ნახვა

პოლიტიკა
World Economic Forum-ის გვერდზე გამოქვეყნებულ რუკაზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია

რუკა, სადაც ე.წ. აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია, მნიშვნელოვანი ორგანიზაციის - "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" (World Economic Forum) საიტზე ვნახე. აღსანიშნავია, რომ სხვა ვებ გვერდებზეც მაქვს ნანახი, - ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, გიგი წერეთელი საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

როგორც გიგი წერეთელი წერს, ეს რუკა 2015 წლის მსოფლიო მოსახლეობის კარტოგრამაა.

"მართლაც კარგი, ინფორმატიული რუკაა, სერიოზული კომპანიის შექმნილი, მაგრამ ცუდი ისაა, რომ აქ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნების ჩამონათვალშია. კიდევ უფრო ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს, მე არ გამიგია. ძალიან ცუდი თუ არ იცის და კიდევ უფრო ცუდი თუ იცის და არაფერს აკეთებს", - ეწერა საპარლამენტო უმცირესობის გიგი წერეთელის Facebook გვერდზე.   

მისივე თქმით, საკითხი რეაგირებას მოითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics