|
2024-06-27 12:46:24, 386 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა
დაცული ტერიტორიების სააგენტო საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, დაცული ტერიტორიების სააგენტო წარმოდგენილი იყო ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO. "ოთხდღიან გამოფენაზე, საქართველოს სტენდზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ დამთვალიერებელს საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტული და სათავგადასავლო მიმართულება გააცნო, უნიკალური ბიომრავალფეროვნება შესაბამისი ვიზუალური და ტექსტუალური მასალებით. ვირტუალური სათვალეების საშუალებით, გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ეცნობოდნენ. საქართველოს ეროვნული პარკების და სათავგადასავლო მიმართულებების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა. გამოფენის სტუმრებს შორის განსაკუთრებული დაინტერესება დაცული ტერიტორიების სალაშქრო მიმართულებებმა გამოიწვია. საქართველოს დაცული ტერიტორიების ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგენა მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი ტურისტული სეგმენტის დაინტერესების და ვიზიტორთა ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ჩინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 67,6 %-ით გაიზარდა. საერთაშორისო გამოფენაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სტენდის სტუმრებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი მასპინძლობდნენ“,- ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)