10:35 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 12:26:34, 606 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. H1N1 ტიპის ვირუსით გარდაცვალების ეს უკვე მე-7 შემთხვევაა.

როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს, ბოლო მონაცემებით, გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 259-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 82 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფიელბაში მოთავსებულია 14 პაციენტი.  სულ გარდაცვლილია 7 პაციენტი.

ამასთან, აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე, პიკი აღინიშნებოდა მიმდინარე წლის მე–4 კვირას. მე–6 კვირის მონაცემებით კი,  ინციდენტობის მაჩვენებლის დინამიკა კლებადია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics