|
2024-06-24 21:37:49, 454 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - საქართველოს მთავრობისთვისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას განვიხილავთ
განვიხილავთ ფინანსური დახმარების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, პარალელურად, გავზრდით მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. როგორც ბორელი აღნიშავს, „გამჭვირვალობის კანონი“ და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს. „ჩვენ მაღალჩინოსანთა მხრიდან მოვისმინეთ, რომ ეს კანონი აახლოებს ევროკავშირთან. მინდა, ვიყო ძალიან მკაფიო - არა, არა, ეს კანონი და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს. მეტად მკაფიო ვერ ვიქნები. ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. ამ განცხადებას მხარს უჭერს 27-დან 26 წევრი ქვეყანა. არ გვაქვს ერთსულოვნება, თუმცა არც გვჭირდება ის ვითარების პოლიტიკური შეფასებისას. ჩვენ ვიცით, რომ ეს დინამიკა წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებასთან და დღეს მინისტრების უმრავლესობა ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოს მთავრობა აშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან“, - განაცხადა ბორელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)