23:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-24 15:26:25, 385 ნახვა

საზოგადოება
„მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა“ - იოსელიანმა სააკაშვილი მოინახულა

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორ დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით „არანაირი საუბარი არ ყოფილა".

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორ დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურება. მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და არც კლინიკის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ.

მოკლე საუბარი გვქონდა, მადლობა გადაგვიხადა სახალხო დამცველის აპარატს, რომ მთელი წლის განმავლობაში რეგულარულად ვამონიტორინგებთ მის მდგომარეობას და საზოგადოებას ვაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას. მეც ვუთხარი, რომ ჩვენი მხრიდან, ჩვენი მანდატის ფარგლებში რაც გასაკეთებელია, ჩვენ არა მხოლოდ მის მიმართ, არამედ ყველას მიმართ აუცილებლად გავაკეთებთ. რამე განსაკუთრებული მოთხოვნა მას ჩემთან ან ექიმების მიმართ არ გაუჟღერებია“, - განაცხადა იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics