15:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-22 13:57:05, 448 ნახვა

მსოფლიო
გუტერეში - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების რისკი რეალურია - ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების რისკი რეალურია და თავიდან უნდა იქნას აცილებული, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

როგორც გუტერეში აღნიშნავს, რეგიონის და მსოფლიოს სახელმწიფოები თავს უფლებას ვერ მისცემენ, რომ ლიბანი კიდევ ერთი ღაზა გახდეს.

„მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა იყოს დაცული. ბავშვები, ჟურნალისტები და სამედიცინო მუშაკები არასოდეს უნდა იყვნენ სამიზნე და იძულებით გადაადგილებულმა თემებმა უნდა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება. მსოფლიომ ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა თქვას, რომ დაუყოვნებელი დეესკალაცია არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებელია.

სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. ჩვენი მხრივ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის, უშიშროების საბჭოს 1701 რეზოლუციის შესაბამისად. გაერო-ს სამშვიდობოები, როგორც წესი, ადგილზე არიან და მუშაობენ დაძაბულობის დეესკალაციისთვის უკიდურესად რთულ გარემოში“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics