10:35 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-16 10:28:22, 593 ნახვა

საზოგადოება
პრემიერის დავალებით, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო დამკრძალავი კომისია შეიქმნა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ცნობილი ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დამკრძალავი კომისია შეიქმნა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ბაჩანა ბრეგვაძის ოჯახთან შეთანხმებით, ცნობილ ქართველ მთარგმნელსა და მწერალს  საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.  კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება.

ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან  დაკავშირებულ ყველა ხარჯს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics