|
2024-06-17 11:57:48, 536 ნახვა
პოლიტიკა
ალექსი პეტრიაშვილი პარტია „დროას“ შეუერთდა
პოლიტიკოსი ალექსი პეტრიაშვილი პარტია "დროას" შეუერთდა. ამის შესახებ პეტრიაშვილმა პარტიების - "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" თავმჯდომარეებთან - ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. "ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტია "დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს. "დროასთან" და "გირჩი-მეტი თავისუფლებასთან" ერთად, გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, აქტიური ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საზოგადოებაში მაღალი ნდობა და მზად არის, რომ ამ ბრძოლაში ჩაერთოს და ვიბრძოლოთ ბოლომდე ერთად. იმედი მაქვს, რომ ჩვენ, კიდევ ბევრ ადამიანთან ერთად, შევძლებთ ერთიანი, ძლიერი ცენტრის გაკეთებას, რომელიც მიიღებს გადამწყვეტ მონაწილეობას და ითამაშებს გადამწყვეტ როლს ამ დიდ გამარჯვებაში",- განაცხადა პეტრიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)