|
2024-06-15 13:52:21, 467 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნას - როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება, უზრუნველვყოფთ საბოლოო წევრობას
ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას - როგორც კი "ოცნება" დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და უზრუნველვყოფთ საბოლოო წევრობას", - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია X-ზე წერს. გახარიას თქმით, ოქტომბრის არჩევნები, საქართველოს ევორპული მომავლისთვის, გადამწყვეტია. "ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. როგორც კი "ოცნება" დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და უზრუნველვყოფთ საბოლოო წევრობას. საქართველოს უკუსვლა ევროინტეგრაციის გზაზე სრულად არის ანტი-დასავლური ხელისუფლების ბრალი, რომელმაც არ გაატარა დემოკრატიული რეფორმები და გააფორმა საგარეო კურსის ცვლილება ქვეყანაში", - წერს გახარია. ცნობისთვის, უკრაინისა და მოლდოვას EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)