04:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-14 14:54:30, 698 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციის სასამართლომ "ქართული ლეგიონი" ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო და ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TASS უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

FSB-ის ცნობით, ლეგიონის საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია.

"FSB-ის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამხრეთის რაიონულმა სამხედრო სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო გასამხედროებული ფორმირება "ქართული ეროვნული ლეგიონი". ამ გადაწყვეტილების და "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" ფედერალური კანონის შესაბამისად, ფორმირება შეტანილი იქნა, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული ორგანიზაციების ერთიან ფედერალურ სიაში. მისი საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია“,- ნათქვამია FSB-ის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics