|
2024-06-12 21:23:16, 557 ნახვა
პოლიტიკა
ლილუაშვილი აშშ-ის სანქციებზე - ეს სამწუხარო ტენდენცია განმეორდა, რაც წინაზე მოსამართლეებთან მიმართებით იყო
უწყებრივ დონეზე აშშ-თან ჩვენი იდეალური ურთიერთობები, პარტნიორობა გრძელდება. ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და უფრო მეტიც, ვგეგმავთ საინტერესო თანამშრომლობის ახალ ეტაპებს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა სუს-ის ხელმძღვანელს აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებაც ჰკითხეს, მიიღო თუ არა მან დასანქცირებასთან დაკავშირებული შეტყობინება, ლილუაშვილმა კი აღნიშნა, რომ მას არაფერი მიუღია. „განცხადების შინაარსი პირდაპირ იყო გადმოცემული, რომ ის იყო კონფიდენციალური. შესაბამისად, ვერც მე და ვერავინ ვერ დაადასტურებს, ვერც უარყოფს, არის თუ არა სიაში. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ტენდენცია კვლავ განმეორდა, რაც იყო წინაზე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებით, მოსამართლეებთან მიმართებით. ეს არ არის ის ტონი, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნები ერთმანეთს უნდა ესაუბრონ, თუმცა, იმედს გამოთქვამ, რომ ეს პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა დაიწევს და ისევ ჩვეულებრივ დავუბრუნდებით იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, გავაგრძელებთ ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას, მათ შორის, პოლიტიკური კუთხითაც, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით. სხვათა შორის, მინდა, გითხრათ, რომ უწყებრივ დონეზე ჩვენი იდეალური ურთიერთობები, პარტნიორობა გრძელდება. ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და უფრო მეტიც, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა და ვგეგმავთ საინტერესო თანამშრომლობის ახალ ეტაპებს“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)