|
2016-02-15 15:16:53, 604 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ბანკის სათაო ოფისში გადახდისუუნარობის რეფორმის შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა
თიბისი ბანკის სათაო ოფისში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "მმართველობა განვითარებისთვის" ფარგლებში გაიმართა საჯარო დისკუსია გადახდისუუნარობის რეფორმის შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ, ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსიისთვის ბრუნო ბალვანერამ, საერთაშორისო-საფინანსო კორპორაციის სამხრეთ კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელმა იან ვან ბილსენმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის კოორდინატორმა ტომას მეიერმა, G4G-ის პროექტის ხელმძღვანელმა მილო ნსტევანოვიჩმა და გადაწყვეტილების სხვა მიმღებმა პირებმა. USAID G4G-ის 2015 წლის დიაგნოსტიკურმა შეფასებამ გამოავლინა გადახდისუუნარობის კანონის და სისტემის ხარვეზები, რომლებიც ასევე თვალნათელია EBRD-ის და მსოფლიო ბანკის შეფასებებში. გარდა ამისა, საქართველოს გადახდისუუნარობის სისტემის მდგომარეობა არასახარბიელოდ აისახა მსოფლიო ბანკის 2016 წლის კვლევაში ბიზნესის კეთების შესახებ, სადაც საქართველო 189-დან 101-ე ადგილზეა გადახდისუუნარობის სისტემის კუთხით, რაც ქვეყნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამჟამად მთავრობა სისტემის რეფორმის განხორციელებას განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)