|
2016-02-15 14:14:41, 528 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, Standard & Poor's -ის ანალიტიკოსებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, Standard & Poor's -ის ანალიტიკოსებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მაკროეკონომიკური პარამეტრები. მინისტრმა სტუმრებთან ისაუბრა თუ რა გავლენას ახდენს მთავარ სავაჭრო პარტნიორებში მიმდინარე პროცესები საქართველოს ეკონომიკაზე. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, უცხოური და შიდა ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში, მათ შორის, საუბარი შეეხო საგადასახადო მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას, რომელიც ითვალისწინებს მოგების გადასახადის ეწ. ესტონური მოდელის დანერგვას. ცნობისთვის, გასულ კვირას, ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის ანალიტიკოსებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)