04:14 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-06 15:10:07, 460 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, რომ რამენაირად ქვეყანა დააზარალონ

თავის დროზე, ერთი საუკუნის წინ, 1920-1921 წლებში, ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ მოსკოვში და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ, ასეთი ინფორმაციები ჩაჰქონდათ და ა.შ. და ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა საქართველოს ოკუპაციამდე,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ კონგრესმენისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, „დღეს ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს ადამიანები, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, რათა რამენაირად დააზარალონ ქვეყანა".

„თავის დროზე, ერთი საუკუნის წინ, 1920-1921 წლებში, ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ მოსკოვში და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ, ასეთი ინფორმაციები ჩაჰქონდათ და ა.შ. და ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა საქართველოს ოკუპაციამდე. დღეს ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს ადამიანები, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში, იმისათვის, რომ რამენაირად ჩვენი ქვეყანა დააზარალონ, დააზიანონ, რაც არის, რა თქმა უნდა, ღალატი. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ღალატი.

ყველგან ერთსა და იმავეს ველით, რა თქმა უნდა. როცა ადამიანი არის მოღალატე, ერთნაირად გიღალატებს ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და ბერლინშიც. აქედან გამომდინარე, მათგან არ ველით რამე განსხვავებულ დამოკიდებულებას",- თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციის ნაწილმა კონგრესმენ ჯო უილსონს ერთობლივი წერილით მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics