|
2016-02-15 12:26:00, 675 ნახვა
საზოგადოება
იკითხე მთაში! – „საბას" ახალი პროექტი
გუდაურისა და ბაკურიანის დამსვენებლები „საბასგან" მრავალფეროვან ელექტრონულ ბიბლიოთეკას მიიღებენ საჩუქრად. „იკითხე მთაში!" - ასე ჰქვია ელექტრონული წიგნების სახლი „საბას" და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებში მთის კურორტებზე დამონტაჟდა უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდები, ათობით ელექტრონული წიგნით. იმისათვის, რომ ეს წიგნები თქვენს პირად ბიბლიოთეკაში ჩაიტვირთოს, საჭიროა ტელეფონში გქონდეთ „საბას" აპლიკაცია Saba Reader. აპლიკაციაში არსებულ QR ღილაკზე ერთი დაჭერით სასურველი წიგნი მომენტალურად განთავსდება პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. „საბას" ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდები განთავსებულია ბაკურიანში დიდველისა და კოხტას სათხილამურო ტრასასთან, ასევე გუდაურში, რამდენიმე ადგილას. ამ ბიბლიოთეკებში ათობით წიგნია განთავსებული, რომელთა ჩამოტვირთვაც მათზე დატანილი QR კოდითაა შესაძლებელი. აქ არის როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები, უცხოური ბესტსელერების ქართული თარგმანები. პროექტის მიზანია მთის კურორტების სტუმრების თუ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ელექტრონული წიგნების უფასოდ მიწოდება და, დასვენებისა და სპორტის პარალელურად, წიგნის კითხვის ხელშეწყობა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)