13:07 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 10:48:55, 343 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები თავდაცვის ძალების პირველ ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები გორში მდებარე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს. 

"დეპუტატები პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 და მე-14 ბატალიონების ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.

პარლამენტარებმა მოინახულეს განახლებული ყაზარმები, საკლასო ოთახები, ლაზარეთი და სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი. მოგვიანებით, სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, დეპუტატები უწყების საქმიანობას რეგულარულად ეცნობიან და საქართველოს მასშტაბით სამხედრო ბაზებს სტუმრობენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics