06:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-02 18:57:06, 738 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - შეერთებულმა შტატებმა უნდა მოგვცეს ნება, რუსეთში სამხედრო ბაზებს ATACMS-ის რაკეტებით დავარტყათ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უნდა მისცეს უფლება, რუსეთში მდებარე სამხედრო ბაზებზე იერიშის განსახორციელებლად  შორ რადიუსიანი ATACMS-ის რაკეტები გამოიყენოს.

ზელენსკიმ სინგაპურში მიმდინარე "შანგრი-ლას დიალოგის" უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან დართო უკრაინელებს ნება, გამოეყენებინათ ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა დასძინა, რომ აღნიშნული ნებართვა შორ მანძილზე მოქმედ აღჭურვილობასაც უნდა შეეხოს.

"ეს [ნებართვა] საკმარისია? - არა. რატომ? იმიტომ, რომ მე მოგიყვანეთ აეროდრომების მაგალითი, რომლიდანაც რუსეთი მუდმივად ისვრის მშვიდად, რადგან იცის, რომ უკრაინა ვერ უპასუხებს, რადგან განა მას არ აქვს შესაბამისი სისტემები, არა, არამედ ნებართვები", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics