19:44 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-02 14:16:39, 488 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი - აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს

ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივას სულ უფრო მეტად ანადგურებენ ტაივანელი სეპარატისტები და გარე ძალები,- ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, დონ ჯუნმა სინგაპურში განაცხადა.

როგორც მინისტრმა კონფერენციაზე, სახელწოდებით "შანგრი-ლას დიალოგი" სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ტაივანი ჩინეთისთვის არის "ძირითადი საკითხების ბირთვი", მაგრამ ტაივანის მმართველი "დემოკრატიული პროგრესული პარტია" აგრძელებს "სეპარატიზმს და ცდილობს, ჩინური იდენტობა წაშალოს".

"ამ სეპარატისტებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს ფანატიკური განცხადებები, რომლებიც აჩვენებს მათ ღალატს ჩინელი ერისა და მათი წინაპრების მიმართ. მათ ისტორია სირცხვილის ბოძზე გააკრავს",- თქვა თავდაცვის მინისტრმა.

დონ ჯუნმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვას ჩინეთის "წითელი ხაზების" გამოცდა უწოდა.

"ისინი ტაივანისთვის უმარავი იარაღის მიყიდვას ახორციელებენ. ასეთი ქცევა ძალიან არასწორ სიგნალებს უგზავნის ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს და აიძულებს მათ, ძალიან აგრესიულები გახდნენ. ვფიქრობ, ჩვენ ნათლად გვესმის, რომ უცხოური ძალების ნამდვილი მიზანია, ტაივანის გამოყენება ჩინეთის შესაკავებლად",- თქვა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics