14:25 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 12:29:12, 371 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, მომავალ თაობას, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, მომავალ თაობას, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ბავშვის ინტერესი და მისი უფლება, არასდროს მოექცეს რომელიმე სხვა ინტერესის ჩრდილში.

„დღეს, 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ყველა ბავშვს, გულითადად, ვულოცავ ამ ძვირფას დღეს და ვუსურვებ საუკეთესო მომავალს, კეთილდღეობას, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. ყველას მოვუწოდებ, რომ ბავშვის ინტერესი და მისი უფლება, არასდროს მოექცეს სხვა, რომელიმე ინტერესის ჩრდილში“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო, ბავშვებისთვის, სისხლის უანგარო დონაციის კამპანიას იწყებს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა მსურველს.

„1 ივნისი არის დღე, იმის შეხსენებისთვის, რომ ბავშვის ინტერესი, წლის ყოველ დღეს, უმთავრესია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს მომავალ თაობას, ბავშვებს, არაფერი აკლდეთ კეთილდღეობისთვის. ამიტომ, ჩვენი სამინისტრო, დღევანდელ დღეს - 1 ივნისს, გამოდის ინიციატივით, რომ დავიწყოთ სისხლის უანგარო დონაცია, ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ, შევკრებთ და გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ექნება ამ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ყველას უფლება ჯანმრთელობაზე და უპირველესად, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics