15:38 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 14:59:00, 348 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ლიზინგის“ ახალი პროდუქტი - „ტაქსი ლიზინგი“

აპლიკაციით მომუშავე ტაქსის მძღოლებისთვის "თიბისი ლიზინგმა" სპეციალური პროდუქტი შექმნა, რომელიც ავტომობილის შეძენას ან კატეგორიის გაუმჯობესებას ამარტივებს. ამისთვის მძღოლი მინიმალურ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგალითად: ფლობდეს მართვის მოწმობას და უფიქსირდებოდეს ყოველთვიური შემოსავალი.

საქართველოში გავრცელებული პრაქტიკით, ტაქსით მომსახურება საკმაოდ შემოსავლიანი საქმიანობაა, თუმცა ხშირად, მძღოლს მანქანა არ ჰყავს, მისი ყოველდღიური ან თვიური სარგებლობისთვის ქირაობა უწევს. ლოგიკურია, რომ ასეთ დროს ხარჯი საკმაოდ მაღალია. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ შემოსავალის ამ ტიპით რთულდება ავტომობილის შეძენა. ამ მოცემულობებზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ მძღოლებისთვის მოქნილი პროდუქტი შეგვექმნა“, - აცხადებს ეკატერინე ანჯაფარიძე, "თიბისი ლიზინგის" ავტომიმართულების ხელძღვანელი.

საინტერესოა ისიც, რომ შეთავაზების ფარგლებში წახალისდება ქალაქის გადატვირთული მოძრაობისთვის კომფორტული და ეკონომიური - ელექტრო ავტომობილების დაფინანსება.

„გამონაბოლქვის შემცირების და გარემოსდაცვითი უპირატესობების გარდა, ელექტრო ავტომობილები - ეკონომიურია, სწორედ ამიტომ, მათზე მოთხოვნა მზარდია. მომხმარებლები ხშირად მოგვმართავენ კითხვით, რომელი იქნება მათ საქმიანობაზე მორგებული, ყველაზე კომპაქტური და ბიუჯეტთან მეგობრული ვარიანტი? სწორედ ამიტომ, თავად გადავწყვიტეთ არჩევანზე ზრუნვა, პარტნიორებს ტაქსისთვის საუკეთესო მოდელების სპეციალურ ფასზე შევუთანხმდით და ჩვენი პროდუქტის ფარგლებში დაინტერესებული პირები, მათზე მინიმუმ 5000 ლარიან ფასდაკლებას მიიღებენ“.

ტაქსი ლიზინგის შეთავაზებების გასაცნობად ეწვიეთ ვებ-გვერდს:  https://tbcleasing.ge/products/taxi   ან დაუკავშირდით "თიბისი ლიზინგს".





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics