07:19 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-25 18:56:32, 1112 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსები ხარკოვში ჰიპერმარკეტს დაესხნენ თავს - შენობაში 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა [ვიდეო]

რუსული ძალები ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში სამშენებლო ჰიპერმარკეტს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას და ამსახველ ვიდეოკადრებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

როგორც ზელენსკი წერს, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის დროს ობიექტში 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება. 

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომლებიც ადამიანების გადარჩენასა და ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

"მივმართავთ ყველა სახელმწიფოს ყველა ლიდერს: ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი გაძლიერება და საკმარისი შესაძლებლობები რუსი ტერორისტების გასანადგურებლად. მოგვეცით საჰაერო თავდაცვა, გადაარჩინეთ ხალხი", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი "ფეისბუქზე".









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics