|
2024-05-24 18:32:39, 460 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ჯავახიშვილი - ღალატი, ორპირობა და ფარისევლობა ის იქნებოდა, ამ თანამდებობაზე რომ დავრჩენილიყავი
ჩემი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე გადავდგი ეს ნაბიჯი ორპირობა და ფარისევლობა ის იქნებოდა, ამ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც ჯავახიშვილი აღნიშნავს, ის არასოდეს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან მხარდამჭერი, რადგან დიპლომატი უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს და მის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. "არაფერი ისე არ მტანჯავს და მტკივა, როგორც ჩემი ერთი მუჭად დარჩენილი (არა შეკრული) ხალხის დაპირისპირების ყურება. რა დღეში ჩავიგდეთ თავი. ნეტავ გვიღირდეს მაინც. ვაღიარებ, რომ პოლიტიკურ პარტიებს მუდამ ვერიდებოდი. საქართველოს ექსკლუზივი არაა ეს- ხელისუფლებაში მოსულ, ძალაუფლების შარბათმორეულ პოლიტიკურ ძალას, ნიადაგ ებრძვის ცდუნება თავი სახელმწიფოდ, უფრო მეტიც-სამშობლოდ გამოაცხადოს და შექმნას განცდა, რომ მის გარეშე ვერ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა, პატრიოტიზმის საკუთარი ხატება შექმნას და ერთადერთ, უალტერნატივო იდეოლოგიად წარმოადგინოს. პოლიტიკურ პარტიას ხშირად საკუთარი პოლიტიკური ინტერესი ეროვნულ ინტერესებში ერევა და საკუთარი პოლიტიკური ტრიუმფის ეშხით ზოგჯერ სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში კი არა, ხშირად ასე ხდება სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც. ჩვენში კი დღემდე უჭირთ ერთმანეთისგან განასხვაონ სახელმწიფო მოხელე და პოლიტიკური პარტიის აქტივისტი. ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში დავიწყე საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟიორად საქმიანობა. მას შემდეგ ჩემი ქვეყნის საქმესა და ღირსებას ვემსახურები სხვადასხვა პოზიციაზე. არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან თავგამოდებული მხარდამჭერი. მიმაჩნია, რომ დიპლომატმაც და სახელმწიფო მოხელემაც უპირატესად სახელმწიფოს ინტერესები უნდა დაიცვას და თუ საჭირო გახდა, შეძლებისდაგვარად, იმ პოლიტიკური ძალების ამბიციებისგანაც, ვინც სახელმწიფოს მართვის სადავეებთანაა. ასე იყო უწინ, ასეა ახლაც და არც სამომავლოდ ვართ ძალაუფლების ცუდებისგან დაზღვეული. შესაძლოა პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ, ჩემს სამშობლოზე უპირატესი არაფერი მეგულება ამ ქვეყნად. ა რც არანაირი თანამდებობა და არც პრივილეგიები ღირს საკუთარი მრწამსის, პრინციპების წინააღმდეგ სამოქმედოდ. ნუ იჩქარებთ მოღალატის იარლიყის მიწებებას ჩემი გადაწყვეტილების გამო. ისტორია ყველას მიუჩენს საკუთარ, დამსახურებულ ადგილს. მე კი სწორედაც ჩემი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე გადავდგი ეს ნაბიჯი. ყველა საკუთარი სინდისის წინაშე იყოს მართალი. ღალატი, ორპირობა და ფარისევლობა ის იქნებოდა, ამ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი და ან საკუთარი მთავრობა მეკრიტიკებინა უცხოელ პარტნიორებთან ან ისე წარმომედგინა ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, თითქოს ყველაფერი გადასარევად იყოს და ამისი მეც მტკიცედ მჯეროდეს. ვერც ერთს რომ ვერ ვიზამდი, ამიტომაც ასე ვარჩიე. და ვისაც ჩემი გადაწყვეტილების გამო რცხვენია და შეურაცხყოფილად გრძნობს (თურმე) თავს, სხვას ვერაფერს გეტყვით, მთავარია საკუთარ სინდისთან იყავით მართალნი, მე იმ მეგობრობით ვიამაყებ, რაც აქამდე მაკავშირებდა თქვენთან", - წერს გოჩა ჯავახიშვილი.
FIFA-მ შესაძლოა, IOC-ის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთის გუნდების აკრძალვა მოხსნას
ზიდანი დაბრუნდა! მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)