15:42 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-22 23:46:28, 473 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ბორელი აღნიშნავს, კანონის გაწვევა საჭიროა, რათა საქართველომ დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტები დაიცვას.

„ვენეციის კომისიამ მტკიცე რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველომ გააუქმოს უცხოური გავლენის კანონი ამჟამინდელი ფორმით.

ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რათა დაიცვას საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტები“, - წერს ჯოზეფ ბორელი.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ​“ კანონის ამჟამინდელი ფორმით გააუქმებას ურჩევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics