20:42 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-13 12:12:31, 427 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო და ქუვეითი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ

საქართველო და ქუვეითი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გზები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და ქუვეითის თავდაცვის მინისტრმა, შეიხ ხალედ ალ-ჯარა ალ-საბამ მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართველი სამხედროები ქუვეითის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში მიიღებენ განათლებას. ქუვეითის წარმომადგენლები კი საქართველოს ესტუმრებიან და ქვეყანაში არსებულ საწვრთნელ შესაძლებლობებსა და სამხედრო მრეწველობას გაეცნობიან.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებზე.

ქუვეითის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ქუვეითი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავ აგრძელებს უღიარებლობის პოლიტიკას ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთთან მიმართებაში.

შეხვედრის დასასრულს შეიხ ხალედ ალ-ჯარამ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუვეითში მიიწვია. თავის მხრივ, თინათინ ხიდაშელმა ქუვეითელი კოლეგა 24-25 მაისს საქართველოში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად დაპატიჟა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics