|
2024-05-22 15:26:03, 445 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და სავაჭრო სამრეწველო პალატის თანამშრომლობით, დამატებით კიდევ 70-მდე ბიზნესი გაციფრულდება
„საქართველოს ბანკი", როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, „საქართველოს ბანკი" სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიცირებული პროექტის - „უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“-ის მხარდამჭერია. ამჟამად პროექტის მეოთხე ნაკადი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, სავაჭრო პალატა 70-მდე მეწარმისთვის უზრუნველყოფს როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ხოლო ბანკი - მეწარმეების ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ- ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა) ინტეგრაციას, მათთვის შეღავათიანი პირობებით. პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები მონაწილეობენ, რომელთაც საკუთარი პროდუქციის ონლაინ გაყიდვა სურთ. მათ შორის არიან ბიზნესები როგორც თბილისიდან, ისე აჭარის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებიდან. „მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება და ელექტრონული კომერციის განვითარება „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ბიზნესებს ხელი მიუწვდებოდეთ ტექნოლოგიებზე, რომელიც თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს პასუხობს. ამ პროცესში ჩვენი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის და ტექნოლოგიური კომპანიის როლი მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ პროექტის მეოთხე ეტაპზე 70-მდე ბიზნესი გაციფრულდება და ჩაერთვება ონლაინ ვაჭრობაში. ეს როგორც მეწარმეობის, ისე, ზოგადად, ეკონომიკის სტიმულირებისთვის სასარგებლო ინიციატივაა, „საქართველოს ბანკი" კი ამ ბიზნესებს ონლაინ გადახდების მისაღებად საჭირო უახლესი ტექნოლოგიური ხელსაწყოებით უზრუნველყოფს“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში". აღსანიშნავია, რომ პროექტში, ოთხი ნაკადის ფარგლებში, ჯამურად 300-მდე ბიზნესი გაციფრულდება.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)