|
2024-05-22 15:22:35, 361 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ტაბახმელაში სპორტულ კომპლექსს აშენებს
მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თრიალეთის ქ. N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გაეცნო. თბილისის მერის განცხადებით, სპორტულ ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია სასტუმროც, ვარჯიშის პერიოდში გუნდების განთავსების მიზნით. „მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება. ეს არის სპორტული კომპლექსი. ამ პროექტის ფარგლებში ერთი სრულყოფილი საფეხბურთო მოედანი, საკალათბურთო მოედანი, ასევე პადელის ინფრასტრუქტურა მოეწყობა. გარდა ამისა, აქ 45 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო განთავსდება, სადაც შესაძლებელი იქნება სავარჯიშო პერიოდის გატარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდებისთვის. პროექტი 2025 წლისთვის დასრულდება და მის განსახორციელებლად დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მოედნები საერთაშორისო სტანდარტით მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს 230 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის, ტექნიკურ შენობის და საპარკინგე სივრცის მშენებლობას. სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)