|
2024-05-19 12:56:17, 479 ნახვა
პოლიტიკა
ბრაჟე - ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი,- ასე ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დადებას. ბრაჟე ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, გადახედოს მიდგომას. "საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რომელმაც საქართველოში დიდი პროტესტი გამოიწვია და რომელიც აშკარა საფრთხეა ქვეყნის ევროპული გზისთვის. ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას",- წერს ბრაჟე სოცილურ ქსელ X-ზე. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო გუშინ, 18 მაისს დაადო. პარლამენტმა კანონპროექტს მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი 14 მაისს დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)