18:05 - 18 Jul, 2026
|
2024-05-19 10:46:09, 436 ნახვა
პოლიტიკა
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო ქარიშხლიდან გამოსავალს აჩვენებს
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დაწესებულ ვეტოზე. „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გვიჩვენებს გამოსავალს ქარიშხლიდან. საქართველოს შეუძლია მიატოვოს ეს კანონი და აირჩიოს ევროპა“, - წერს ჰ. ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში, შეგახსენებთ, რომ 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ 14 მაისს მესამე მოსმენით მიღებულ კანონს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა). „კანონი არ ექვემდებარება რაიმე ცვლილებას ან გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)