18:06 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-18 18:02:03, 657 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო. ამის შესახებ მან დღეს, 18 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული კანონი თავისი არსით "რუსულია", ამიტომ მას ცვლილება არ შეუტანია, გარდა იმისა, რომ "ეს კანონი უნდა გაუქმდეს". 

"დღეს რუსულ კანონს ვეტო დავადე. ეს კანონი არის თავისი არსით თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტებს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის მარტი ვეტო - ეს კანონი უნდა გაუქმდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics