|
2024-05-16 14:37:33, 545 ნახვა
პოლიტიკა
როთი პაპუაშვილზე - მე გაკვირვებული ვარ, რატომ ცდილობს ახალგაზრდების დემონიზებას
სამწუხაროდ, თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ, თქვენ ზედმეტად დაკავებული იყავით სასაუბროდ, - ასე პასუხობს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას. როგორც როთი აღნიშნავს, ის გაკვირვებულია, თუ რატომ ცდილობს შალვა პაპუაშვილი "ახალგაზრდების დემონიზებას". “ძვირფასო სპიკერო, სამწუხაროდ, თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ, თქვენ ზედმეტად დაკავებული იყავით სასაუბროდ, მაგრამ გთხოვთ, ნუ იქნებით დაკავებულები, მოუსმინოთ და ესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვიან. მე გაკვირვებული ვარ, რატომ ცდილობს ახალგაზრდების დემონიზებას”, - წერს როთი X-ზე. შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უცხოელი მინისტრებისა და პოლიტიკოსების აქციაზე გასვლა "ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევაა".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)