|
2024-05-14 17:16:07, 422 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმში გავდივართ
ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია და ოპოზიციის უმრავლესობა, არ ვაპირებთ ამ რეჟიმში ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელებას, გავდივართ ბოიკოტის რეჟიმში და უახლოეს პერიოდში, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, საბოლოო გეგმას გავაცნობთ საზოგადოებას, - ამის შესახებ ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების შემდგომ განაცხადა. ბეჟაშვილის განცხადებით, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ინსტიტუცია რჩება, ეს არის - საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუცია და საპარლამენტო ოპოზიცია. „ივანიშვილმა ქვეყანაში გააფორმა რუსული რეჟიმი. ამ კანონის მიღება ნიშნავს ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმის გაფორმებას, ამიტომ დღეს ქვეყანაში აღარ დარჩა ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხის ინტერესს. ასი ათასობით ხალხი დღეს დგას საქართველოს დედაქალაქში, რეგიონებში, სოფლებში, ყველა აპროტესტებს რუსული კანონის მიღებას და შესაბამისად, რუსული რეჟიმის გაფორმებას. ამიტომ, როდესაც ასეთი ვითარება არის, ქვეყანაში რჩება მარტო რამდენიმე ინსტიტუცია, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუცია და საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც წარმოადგენს დღეს ხალხის ხმას და ხალხის ინტერესებს. ამ რეჟიმში, როდესაც ქვეყანაში რუსული რეჟიმი, გაფორმდა, წარმოუდგენელია ნორმალური საპარლამენტო მუშაობა და დღეს ვიხილეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრაქტიკულად პოლიციის გაგრძელება იყო საპარლამენტო დარბაზში, როდესაც არც ერთ დეპუტატს ოპოზიციიდან არ აძლევდნენ ნორმალურად გამოსვლის საშუალებას, ამიტომ ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია და ოპოზიციის უმრავლესობა არ ვაპირებთ ამ რეჟიმში ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელებას, გავდივართ ბოიკოტის რეჟიმში და უახლოეს პერიოდში, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, საბოლოო გეგმას გავაცნობთ საზოგადოებას თუ როგორ ვაპირებთ რუსული რეჟიმის პირობებში შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობას“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)