|
2024-05-14 13:58:12, 432 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი ოპოზიციას - ყოველთვის კასრებისა და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს იდექით
რადიკალურ ოპოზიციას და პოლიტიკურ უმცირესობას არანაირი უფლება არ აქვს, ილაპარაკოს ქართველი ხალხის სახელით,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან თანაგუნდელებს მოუწოდა, "არ აჰყვნენ ოპოზიციის პროვოკაციებს, რომელსაც აწყობენ". "პროვოკაცია არის მათი დღის წესრიგი, რაც ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ. ისიც ფაქტია, რომ ეს ადამიანები თვითონ რაც არიან, იმას ეძახიან და აბრალებენ სხვებს, მაგრამ ყველამ კარგად იცოდეთ, რომ არასდროს არავის არ გაგიტარებთ, არავის გაპატიებთ არც რუსის და არც მოღალატის დაძახებას. თქვენ ჩვენზე მეტი ევროპელები ვერ იქნებით, რადგან ჩვენზე მეტი ქართველებიც არ ხართ. თქვენ არასდროს დგახართ საქართველოს მხარეს! თქვენ ყოველთვის იდექით ღალატის, უღმერთობის, ფარისევლობის, სიძულვილის, აგრესიის, კასრებისა და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს... კასრის სინდრომიდან კოლექტიური "ნაცმოძრაობა" გამოსული არ არის. უბრალოდ, ადრე თუ სხვის საძინებლებში შევარდებოდნენ და ამონტაჟებდნენ ფარულ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში ამონტაჟებენ იგივე ამოცანებისთვის",- მიმართა იონათამიშვილმა ოპოზიციას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)