19:19 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 16:32:46, 448 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: კოალიციის ერთიანობა რაიმე განცხადებაზე არ არის დამოკიდებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გოგი თოფაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც "მრეწველების" ლიდერი თავდაცვის მინისტრ, თინა ხიდაშელს საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კოალიციის ერთიანობა ერთ განცხადებებზე არ არის დამოკიდებული.

„კოალიციის ერთიანობა რაიმე განცხადებაზე არ არის დამოკიდებული, ამას გაცილებით სერიოზული წინაპირობები და საფუძვლები გააჩნია. თოფაძე ბრძანებს, რომ მას ეს ასე არ უთქვამს, ველი, რომ მედიასაშუალება რომელმაც ეს გაავრცელა როგორც გვიმტკიცებს, რომ მან ეს თქვა თუ არ თქვა, სანამ ეს არ გაირკვევა ვერნაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, გოგი თოფაძემ გაზეთ "საქართველო და მსოფლიოსთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგარეჯოში შუალედური არჩევნები გააყალბა, სადაც ერთმანეთს საგარეჯოს მაჟორიტარულ დეპუტატს ირჩევდნენ. ამ ბრძოლაში ერთმანეთს "რესპუბლიკელი" თამარ ხიდაშელი და "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი უპირისპირდებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics