23:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-12 19:48:00, 690 ნახვა

საზოგადოება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები - მაშინ, როცა ქვეყნის ბედი წყდება, აუდიტორიებში ყოფნის დრო არ არის

მაშინ, როცა ჩვენს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება და ხელისუფლება სასტიკ ზომებს მიმართავს, სიჩუმე დანაშაულია, - ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებაშია ნათქვამი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი უერთდება სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების წამოწყებას, რომ თქვან უარი აკადემიური პროცესების ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე.

"ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ქმედებებს, რომელიც ხორციელდება მოქალაქეების მიმართ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველთვის იდგა ისტორიის სწორ მხარეს! მაშასადამე, „იბსუ ერთი დიდი ოჯახია“ - იყო, არის და იქნება ის ღირებულება, რაც სტუდენტებს გვაერთიანებს. სწორედ ახლა არის დრო, რომ გავერთიანდეთ. 

მაშინ, როცა ჩვენს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება და ხელისუფლება სასტიკ ზომებს მიმართავს, სიჩუმე დანაშაულია!

ჩვენ პირველი დღიდან ვდგავართ სხვა სტუდენტების გვერდით, ახლაც ნათლად და საჯაროდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების წამოწყებას, რომ ვთქვათ უარი აკადემიური პროცესების ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე. მაშინ, როცა ქვეყნის ბედი წყდება აუდიტორიებში ყოფნის დრო არ არის!

სტუდენტები მოვითხოვთ, მკაფიოდ დააფიქსიროს უნივერსიტეტმა საკუთარი აზრი და დამოკიდებულება - „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ ლექტორებს მოვუწოდებთ, დაგვიდგნენ გვერდში და იმედი გვაქვს, ერთად ვიქნებით სიმართლისთვის ბრძოლაში.

შევხვდებით იქ, სადაც ერთად ვიბრძოლებთ საქართველოსთვის! ევროპული მომავლისთვის!" - ნათქვამია უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics