13:53 - 19 Jul, 2026
|
2024-05-10 12:41:05, 548 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ბავშვებს ურეკავენ მუქარით, გინებით - მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია
ბავშვებს ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით - მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. გახარია ხელისუფლებას აღნიშნული პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. "ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის ბავშვებს ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით. მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას - თქვენც იცით. გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!" - წერს გახარია "ფეისბუქის" გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)