13:52 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 20:43:27, 427 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი - აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ბელარუსისთვის

ევროკავშირის გაფართოება უნდა გასცდეს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალს, რომლებსაც უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი და ის უნდა მოიცავდეს ბელარუსსაც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ შეასრულა ყველა პირობა, რომ ივნისში დამტკიცდეს მოლაპარაკებების ჩარჩო და მართლაც დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

„ჩვენ შევასრულეთ ყველა პირობა, რომ ივნისში დამტკიცდეს მოლაპარაკებების ჩარჩო და მართლაც დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც იმსახურებენ ევროკავშირში ყოფნას, ევროპული ერთიანობა ნამდვილად მუშაობდეს, რომ მათაც მოახდინონ თავიანთი კანდიდატის სტატუსის რეალიზება.

ევროპა არის როგორც ბალკანეთი, ასევე მოლდოვა და აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ევროპის დღე ბელარუსისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics