00:05 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 11:59:56, 328 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მე არ ვიცი, კახა ალადაშვილი ფეხბურთს სად თამაშობდა, ალბათ, „ფლეისთეიშენს“ თამაშობდა

წარმოუდგენელია ის განცხადებები, რაც  საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ კეთდება. ასეთ დამოკიდებულებას ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ასევე, მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრისა და „სკა ენერგია-ხაბაროვსკის“ ყოფილი ფეხბურთელის, კახა ალადაშვილის მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე.

„მე არ ვიცი კახა ალადაშვილი სად თამაშობდა. მე რუსეთში არ მითამაშია. ის  ალბათ, „ფლეისთეიშენს“ თამაშობდა. ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში, არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ წარმატებული ადამიანების მიმართ მიზანმიმართული ბულინგი, ძალადობა და შეურაცხყოფა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს დასაგმობია და კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი ქმედებები. ვნახეთ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაკეთებული განცხადებები, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. ხვიჩა ჩვენი საამაყო ადამიანია, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ამომავალი ვარსკვლავია. 

ზოგადად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ეს დამოკიდებულება და განცხადებები, რაც კეთდება, წარმოუდგენელია. მათ აქვთ ასეთი მიდგომა - თუ მათ მოსაზრებას არ იზიარებ, ქვეყნის მოღალატე და მტერი ხარ. მსგავს დამოკიდებულებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი და როგორც 9 მაისს მოხდა ფაშიზმზე გამარჯვება, ისე იქნება ყოველთვის გამარჯვება რადიკალიზმზე, სიბინძურეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics