00:49 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-08 23:58:44, 628 ნახვა

საზოგადოება
ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თანაორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს

ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს, - ამის შესახებ ორბორბლიანების მარშის კიდევ ერთი ორგანიზატორი, გვანცა პერტია Facebook-ზე, ჯგუფში "დაიტოვე" წერს.

როგორც გვანცა პერტია აღნიშნავს, ორბორბლიანების ორგანიზატორს ტელეფონზე დაურეკეს და დაახლოებით 10 წუთში მის ლოკაციაზე მივიდნენ, სადაც მისივე თქმით, მასზე ფიზიკურად იძალადეს.

"მეგობრებო,

ჩვენს მეგობარს, ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, დღეს თავს დაესხა 3 ნაძირალა. ცემეს, ტუჩი გაუხეთქეს და გაიქცნენ.

სანამ მივიდოდნენ, დაურეკეს ტელეფონზე, 15 წამი ხმას არ იღებდნენ და დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ ზუსტ ლოკაციაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, აღარ უპასუხოთ მაგინებლების ზარებს. სავარაუდოდ დარეკვით გებულობენ ზუსტ ადგილსამყოფელს და არ მივცეთ საშუალება იმის რომ მოგვადგნენ და გვცემონ.

ასევე, გთხოვთ, იქნებ იცოდეთ კომპანია, რომელიც წიწაკის სპრეებს თუ ვერ გვაჩუქებს მოგვყიდის მაინც შედარებით იაფად? ახლა ის დროა რომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს და ერთმანეთის უსაფრთხოებაზე.

არ გავჩერდეთ! ვერ შეგვაშინებენ!", - წერს პერტია. 

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დიმა ჩიქოვანმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ მას საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics