|
2024-05-03 13:20:32, 512 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ მთავრობას, სასწრაფოდ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება
ევროპარლამენტის დეპუტატები - დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მთავრობას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ. ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებაში თბილისის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც ეხმაურებიან და მიმართავენ ხელისუფლებას, რომ "სასწრაფოდ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება". "ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი ვითარებით და ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რომლებიც "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს" [რუსულ კანონს] აპროტესტებენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება. ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა და მკაცრად უნდა იყოს დაცული. ჩვენ უკვე გამოვთქვით შეშფოთება საკამათო კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს თავდასხმას დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. თუ ეს კანონი დამტკიცდება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი და კონცენტრირება მოახდინოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე. ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. მათ არ სურთ, რომ რუსეთის ორბიტის ნაწილნი იყვნენ. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გაამართლონ თავიანთი მოქალაქეების მოლოდინები და არ დაბლოკონ მათი ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც ავლენს თავის დაუოკებელ ერთგულებას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზისადმი", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)