|
2024-05-02 13:01:48, 477 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - შეშინებული დიქტატორი ივანიშვილი ვერ ბედავს შენობის გახსნას - აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი
შეშინებული დიქტატორი ივანიშვილი, მოღალატე დეპუტაციით, ვერ ბედავს პარლამენტის შენობის გახსნას - აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტის შენობიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი,- ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონის ამოქმედებას. როგორც ბოკუჩავამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებას ქართველი ხალხის ეშინია. "ვერშემდგარი, შეშინებული დიქტატორი ივანიშვილი თავისი მხდალი, მოღალატე დეპუტაციით, რომელიც გუშინ პარლამენტის შენობიდან მორიგ ჯერზე სპეცრაზმმა გააპარა, დღეს საერთოდ ვერ ბედავს პარლამენტის შენობის გახსნას, მათ შორის შეზღუდული გვაქვს შესვლის უფლება დეპუტატებს, ისევე, როგორც ჟურნალისტებს. აქამდე ჩვენ გვაძევებდნენ პარლამენტის შენობიდან და ახლა თავად გაიძევეს თავი პარლამენტის შენობიდან, რადგან მათ ეშინიათ ქართველი ხალხის, საკუთარი მოქალაქეების იმიტომ, რომ ხედავენ ქართველი ხალხი არ აპირებს დათმოს თავისი ევროპული, ამ ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული, ევროპული განვითარების შანსი და სწორედ ამის დასაცავად გამოდის ყოველდღე“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, დღეს, 2 მაისს პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები - ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება. შენობაში 14:00 საათამდე წითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასახლეში არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ განსაზღვრული პირებისა, არ დაიშვება. 14:00 საათის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ყვითელი დონე იმოქმედებს, რა დროსაც ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა შეეზღუდებათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)