|
2024-05-01 15:22:35, 383 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ის, რაც გუშინ ვიხილეთ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, ეს არის უბრალოდ რადიკალიზმი, რომელიც უცხოური გავლენების მქონე ჯგუფებისგან ფინანსდება
ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი მოსაზრება, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი მოსაზრება ამა თუ იმ ფორმით, თუნდაც აქციით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ცივილიზებულად, კანონის ფარგლებში. არავის აქვს უფლება, რომ მოუწოდოს ხალხს საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებისკენ, ვნახეთ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის მიმართ და ა.შ. ის, რაც გუშინ ვიხილეთ ყველაფერს აცდენილია, ეს არც ევროპულობაა, ესა არის უბრალოდ რადიკალიზმი, რომელიც უცხოური გავლენების მქონე ჯგუფებისგან ფინანსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, სპეციალური დანიშნულების რაზმი წესრიგის აღდგენისთვის ყოველთვის გაატარებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს. „სპეცრაზმი გამოიყენებს ძალას მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა დგება. როდესაც გქვია მშვიდობიანი მომიტინგე, ამ დროს კი მოუწოდებ მომიტინგეებს, ალყაში მოაქციონ და ბლოკირება მოვახდინოთ პარლამენტის შენობის, ეს არ არის სწორი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)