19:19 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 19:47:03, 514 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 12 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიუნხენის 52-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიირებს, სადაც მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა კონფერენციის  თემატურ პანელზე- ''სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისკენ”.

გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევთან, სლოვენიის პრეზიდენტ ბორუტ პაჰორთან, ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესთან, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან. საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგს და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ მილო დუკანოვიჩს.

დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინთან.

გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება კონფერენციის ოფიციალური გახსნისა და საზეიმო მიღების ცერემონიას და ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილს.

საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 14 თებერვალს დატოვებს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics