23:37 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 20:44:04, 456 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის სასახლესთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილი არიან სტუდენტები, არასამათავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები.

პარალელურად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს. 17 აპრილს კი, მას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

მას შემდეგ, რაც კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, 15 აპრილიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics